Sony-მ და Konami-მ ახალი RPG, Rev. Noir, PlayStation State of Play-ზე წარადგინეს
Sony-სა და Konami Digital Entertainment-მა PlayStation State of Play-ის ლაივსტრიმის დროს განაცხადეს, რომ Konami ავითარებს ახალ როლურ თამაშს, Rev. Noir-ს. ერთმოთამაშიანი თამაში ამჟამად მხოლოდ PlayStation 5-ისთვის არის დაგეგმილი. ის მოგვითხრობს მარტოხელა ბიჭისა და განსაკუთრებული გოგონას მოგზაურობაზე, რათა შეაჩერონ მომაკვდინებელი ბუნებრივი მოვლენა „სინათლის ჩამოწოლა“.
ხუთშაბათს, PlayStation State of Play-ის ლაივსტრიმის დროს, Sony-მ და Konami Digital Entertainment-მა განაცხადეს, რომ Konami ავითარებს ახალ როლურ თამაშს სახელწოდებით Rev. Noir. ერთმოთამაშიანი თამაში ამჟამად მხოლოდ PlayStation 5-ისთვის არის განკუთვნილი.
Sony აღწერს თამაშს:
სამყაროში, რომელიც მოცულია „სინათლის ჩამოწოლით“ – ბუნებრივი მოვლენით, რომელიც სიკვდილს უქადის ყველას, ვისაც შეეხება – ამნეზიით დაავადებული მარტოხელა ბიჭი განსაკუთრებულ გოგონას გაიცნობს. ერთად ისინი მოგზაურობას იწყებენ ამ მოვლენის შესაჩერებლად, რადგანაც სჯერათ, რომ ეს მოგზაურობა გადაარჩენს სამყაროს და, თავის მხრივ, გოგონასაც. ბედისწერა, ღმერთებისგან ბოძებული? თუ ნებისყოფის ძალა, რომელიც ადამიანის შიგნიდან მოდის? მათი მოგზაურობა საბოლოოდ შეარყევს სამყაროს. ამოხსენით ზეციური მანდატი და ერთმანეთთან გადახლართეთ იმედის ძაფები ამ სრულიად ახალ RPG გამოცდილებაში.
თამაშის პროდიუსერია ნობუკი კადოი. კადოიმ სტრიმის დროს განაცხადა, რომ გუნდი ცდილობს თამაშის ნარატივის ცენტრში მოათავსოს ის ელემენტები, რომლებიც იაპონურ როლურ თამაშებს (JRPG) განმარტავს – თანამებრძოლების შეხვედრა, განვითარება და გულწრფელი მომენტები.
წყაროები: PlayStation-ის YouTube არხი, PlayStation-ის იაპონური YouTube არხი.
თეგები