"SWAT Exiles"-ის პირველი სეზონის გადაღებები დასრულდა, თუმცა "SWAT"-ის სპინ-ოფ სერიალი ჯერ არც ერთ პლატფორმას არ შეუძენია. სერიალის წარმოება ოქტომბერში დაიწყო. სერიალში შემარ მურთან ერთად თამაშობენ ლუსი ბარეტ, ადაინ ბრედლი, ზირა გორეცკი, ფრედი მიარეს და რონენ რუბინშტეინი. სიუჟეტი მოგვითხრობს ჰონდოზე, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ ბრუნდება, რათა დაეხმაროს ახალ SWAT-ის დანაყოფს წარუმატებელი მისიის შემდეგ. Deadline-ის ინფორმაციით, "SWAT Exiles"-ის პირველი ეპიზოდის ჩვენება დღეს მოგვიანებით არის დაგეგმილი, ამ თვის ბოლოს კი ნიუ-იორკსა და ლონდონშიც გაიმართება ჩვენებები. პროექტის მიმართ დაინტერესებულ მხარეებს შორისაა Prime Video და FOX, რომლებმაც ადრეულ ეტაპზევე გამოხატეს ინტერესი სპინ-ოფის მიმართ. ამჟამად დაინტერესებულთა რიცხვს Netflix-ი და HBO Max-იც შეუერთდნენ. კეტრინ პოპმა, Sony Pictures Television Studios-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ახლა გაცილებით მეტი პოტენციური შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე მაისში იყო.“