Yellowstone-ის შემქმნელი ტეილორ შერიდანი ბრუნდება ექვსნაწილიანი დრამით „მედისონი“, რომელიც აღწერილია, როგორც მისი „ყველაზე ინტიმური ნამუშევარი“. სერიალი სასიყვარულო ისტორიას მიჰყვება მონტანასა და მანჰეტენს შორის. „შემაძრწუნებელი“ სერიალის ვარსკვლავია მიშელ პფაიფერი, რომელიც სტეისი კლაიბერნის, კლაიბერნების ოჯახის მატრიარქის როლს ასრულებს. სტეისი ნიუ-იორკიდან მონტანაში ტრაგედიის შემდეგ გადადის. პფაიფერი კურტ რასელთან ერთად თამაშობს, რომელიც სტეისის მეუღლეს, პრესტონს განასახიერებს, ტრეილერი სხვადასხვა ქრონოლოგიაში მოგვითხრობს მათ „ღრმა სასიყვარულო ისტორიაზე“, თანაც მიანიშნებენ სტეისისთვის გამანადგურებელ მოვლენაზე. „მედისონი“ აღწერილია, როგორც „ღრმად პირადი ოჯახური დრამა გამძლეობისა და ტრანსფორმაციის შესახებ“, სადაც სტეისი მონტანაში, მდინარე მედისონის ხეობაში გადადის ცხოვრების ახალი თავის დასაწყებად. Yellowstone-ის შემქმნელი შერიდანი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია პფაიფერთან, რასელთან და რეჟისორ კრისტინა ალექსანდრა ვოროსთან ერთად. Paramount+-ზე სერიალი ორ ნაწილად გამოვა: პირველი სამი ეპიზოდი 14 მარტს, ხოლო დანარჩენი სამი – მომდევნო კვირას, 21 მარტს. პფაიფერსა და რასელს პარტნიორობას უწევენ „დაკარგულების“ ვარსკვლავი მეთიუ ფოქსი, „სარჩელების“ პატრიკ ჯეი ადამსი, „ციცინათელების ხეივნის“ ბო გარეტტი, „1923“-ის დანიელ ვასინოვა, „ტბის ქალბატონის“ რებეკა სპენსი და „3 სხეულის პრობლემის“ ბენ შნეცერი, ასევე ელე ჩეპმენი, ამია მილერი, ალეინა პოლაკი, კევინ ზეგერსი და უილ არნეტი. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის შემქმნელია Yellowstone-ის ავტორი, „მედისონს“ პირდაპირი კავშირი არ აქვს შერიდანის „Yellowstone“ ფრენჩაიზთან, რომელიც შედგება სპინ-ოფ პრიქველ სერიალებისგან – „1883“ და „1923“, ასევე სიქველ სერიალისგან „მარშლები“, რომლის გამოსვლა 1 მარტსაა დაგეგმილი. სპინ-ოფები „დუტონის რანჩო“, „1944“ და „6666“ ასევე მუშავდება. „Yellowstone არის ქვაკუთხედი, რომელზეც ავაწყვეთ გლობალური ჰიტების მთელი სამყარო – „1883“-დან „ტულსა კინგამდე“, – განაცხადა იმ დროს კრის მაკკარტიმ, Showtime/MTV Entertainment Studio-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი Yellowstone-ის სიქველიც დიდი ჰიტი იქნება, ტეილორ შერიდანის ბრწყინვალე შემოქმედებითი გონებისა და ჩვენი წარმოუდგენელი მსახიობების წყალობით, რომლებიც ამ შოუებს სიცოცხლეს ანიჭებენ.“ პირველ სეზონამდე, „მედისონი“ უკვე განახლდა მეორე სეზონისთვის, რომლის გადაღებებიც დასრულებულია, თუმცა გამოსვლის თარიღი ჯერ დადასტურებული არ არის. „მედისონის“ სტრიმინგი Paramount+-ზე 14 მარტს დაიწყება.