„თეთრი ლოტუსის“ მე-4 სეზონს ორი ახალი მსახიობი შეემატა. „ვერიეთიმ“ დაადასტურა, რომ არი გრეინორი და დილან ენისი HBO-ს ჰიტ სერიალის მომავალ მეოთხე სეზონში გამოჩნდებიან. ისინი შეუერთდებიან ადრე გამოცხადებულ მსახიობებს: ჰელენა ბონემ კარტერს, სტივ კუგანს, სანდრა ბერნჰარდს, კალებ ჯონტე ედუარდსს, მარისა ლონგს, ალექსანდერ ლუდვიგს, კრის მესინას და ეი ჯეი მიჩალკას. როგორც „თეთრი ლოტუსის“ შემთხვევაში ხშირად ხდება, პერსონაჟების ზუსტი დეტალები საიდუმლოდ რჩება. როგორც ადრე გავრცელდა, მე-4 სეზონის მოქმედება საფრანგეთში, პარიზსა და ფრანგული რივიერას მრავალ ლოკაციაზე განვითარდება. სერიალის შემოქმედი მაიკ უაიტი არის სცენარისტი, რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი. დევიდ ბერნადი და მარკ კამინი ასევე აღმასრულებელი პროდიუსერები არიან. ენისი ეკრანზე პირველად Channel 4-ის მომავალ სერიალ „პიერში“ გამოჩნდება. გრეინორის პირველი აღიარებული როლი HBO-ს საკულტო სერიალ „სოპრანოს კლანში“ იყო, სადაც ის მედოუ სოპრანოს კოლეჯის ოთახის მეზობელს თამაშობდა. ის ასევე გამოჩნდა ისეთ შოუებში, როგორიცაა „აქ ვკვდები“, „ფრინჯი“, „მისის ამერიკა“ და „მონსტრები: ლაილ და ერიკ მენენდესის ისტორია“. მის კინოროლებს შორისაა „მისტიკური მდინარე“, „ნიკისა და ნორას უსასრულო დასაკრავი სია“, „გაარტყი“ და „კატასტროფის არტისტი“. ენისს წარმოადგენს Conway van Gelder Grant. გრეინორს წარმოადგენენ Entertainment 360, Gersh და LGN Law. „თეთრი ლოტუსის“ მე-4 სეზონის გადაღებები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. სერიალი HBO-სთვის დიდი ჰიტი და კულტურული ფენომენი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ის პირველად 2021 წელს გამოვიდა. სერიალმა ამ დროისთვის 68 ემის ნომინაცია და 16 გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის ზედიზედ ქანდაკებები 1-ლი და მე-2 სეზონის ვარსკვლავ ჯენიფერ კულიჯისთვის.