
The Chosen-ის მეექვსე სეზონი სიახლეებით გამოირჩევა. მაყურებელი პირველად იხილავს ანგელოზებს, რომლებიც სერიალის სამყაროში სრულიად ახალ, ზებუნებრივი ელემენტის მატარებელ პერსონაჟებად გვევლინებიან. მათი ვიზუალური მხარე, რომე…
The Chosen-ის მეექვსე სეზონი სიახლეებით გამოირჩევა. მაყურებელი პირველად იხილავს ანგელოზებს, რომლებიც სერიალის სამყაროში სრულიად ახალ, ზებუნებრივი ელემენტის მატარებელ პერსონაჟებად გვევლინებიან. მათი ვიზუალური მხარე, რომელიც მებრძოლ, უხეშ და რეალისტურ იერსახეს ატარებს, ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესის შედეგად შეიქმნა.
ახალი სეზონის პირველი სამი ეპიზოდი Prime Video-ზე 15 ნოემბერს გამოვა. სიუჟეტი ამჯერად იესო ნაზარეველის ჯვარცმას ეთმობა და მოვლენები დროის მოკლე მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაში ვითარდება. გადაღებები პირველად წარიმართა იტალიაში, რათა დრამა კიდევ უფრო მასშტაბური ყოფილიყო.
სტატია ამ სერიალზეაზებუნებრივი8.32005მსახიობები, თრეილერი, აღწერასრული ინფორმაცია →
სტატია ამ ფილმზეადრამა6.92026მსახიობები, თრეილერი, აღწერასრული ინფორმაცია →


