მსახიობმა და ხმის მსახიობმა იუჯი მიცუიამ პარასკევს, X/Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ის ჰოსპიტალიზებულია სამშაბათს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში თავი დაარტყა და გონება დაკარგა. მიცუიამ აღნიშნა, რომ საავადმყოფოს საწოლში გაიღვიძა და არ ახსოვდა, როგორ მოხვდა იქ. მან დაამატა, რომ მთელი სხეული სტკიოდა, შუბლზე ჭრილობა ჰქონდა, ქუთუთოზე ოთხი ნაკერი დასჭირდა, მუხლები, იდაყვები და ხელისგულები ტკიოდა. მას ასევე დაუდგინდა გატეხილი ცხვირი, რასაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. ექიმებმა მას უთხრეს, რომ ტვინში სისხლდენა ჰქონდა. მსახიობმა საკუთარი მდგომარეობის ამსახველი ფოტოც გააზიარა. იუჯი მიცუიას ხმის მსახიობის დებიუტი 1976 წელს შედგა, როგორც პერსონაჟ ჰიოუმა აოის, ანიმე „Combattler V“-ში. მას შემდეგ მან გაახმოვანა ისეთი ანიმეები, როგორებიცაა: „Space Battleship Yamato 2 - The Comet Empire“ (ჰიოტა არაკომე), „God Mars“ (მარგი), „Glass no Kamen“ (იუ საკურაკოუჯი), „Touch“ (ტაცუია უესუგი), „Soreike! Anpanman“ (ჰამბურგერ ქიდი, კაცუდონმანი), „Smile Precure!“ (ჯოკერი), „Ranma ½“ (დოქტორი ტოფუ), „Saint Seiya“ (ქალწული შაკა) და „Dragon Ball Z: Battle of Gods“ (კიბიტო კაიოშინი). ის ასევე მუშაობდა ხმის მსახიობთა რეჟისორად და ხმის რეჟისორად. 2013 წელს, მე-7 ყოველწლიურმა Seiyū Awards-მა მას კეი ტომიამას ჯილდო გადასცა. აქვე აღსანიშნავია, რომ მსახიობსა და ხმის მსახიობს იუჯი მიცუიას 2021 წლის იანვარში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. წყარო: იუჯი მიცუიას X/Twitter-ის ანგარიში.