„ურამიჩი ონისანის“ მანგა სცენურ დადგმად გადაკეთდება
გაკუ კუზემ „X“-ზე (ყოფილი Twitter) გამოაცხადა, რომ მანგა „Life Lessons with Uramichi-Oniisan“ სცენური დადგმის სახით იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლი ტოკიოს „სან-მოლის“ თეატრში 8-დან 12 ივლისამდე გაიმართება. სერიალი მოგვითხრობს 31 წლის ურამიჩი ომოტას შესახებ, რომელსაც პიროვნების ორი მხარე აქვს.
გაკუ კუზემ სამშაბათს, „X“-ზე (ყოფილი Twitter) განაცხადა, რომ მანგა „Life Lessons with Uramichi-Oniisan“ (მოკლედ „ურამიჩი ონისანი“) სცენურ დადგმას მიიღებს. სპექტაკლი 8-12 ივლისს ტოკიოს „სან-მოლის“ თეატრში გაიმართება. კუზემ განცხადებას ილუსტრაციით აღნიშნა. კასტში შედიან: რეჟისორი იქნება გოუ მიკაი, ხოლო სცენარს ვივი დაწერს.
მანგა სერიალი მოგვითხრობს 31 წლის მამაკაცზე, ურამიჩი ომოტაზე, რომელსაც პიროვნების ორი მხარე აქვს. ის საგანმანათლებლო პროგრამა „Maman to Together“-ში ფიზიკური ვარჯიშების წამყვან ახალგაზრდა მამაკაცად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ შოუში ის ხალისიანი და ოპტიმისტურია, სინამდვილეში ემოციურად ოდნავ არასტაბილურია. მანგა ახალგაზრდების ცხოვრების ნაკლებად ნათელ მხარეებს ასახავს.
ანიმე ადაპტაციის პრემიერა იაპონიაში 2021 წლის ივლისში შედგა, მას შემდეგ, რაც მისი თავდაპირველად დაგეგმილი 2020 წლის პრემიერა გადაიდო. ანიმეს ვებსაიტზე ნათქვამი იყო, რომ გადადების მიზეზი „წარმოების პრობლემები“ იყო. Funimation-ი ანიმეს იაპონიაში გაშვების პარალელურად ავრცელებდა. მანგის დებიუტი 2017 წელს, Ichijinsha-სა და pixiv-ის ციფრული მანგების ჟურნალ Comic POOL-ში შედგა. მანგამ ადრე მოიგო Niconico-ს მესამე Tsugi ni Kuru Manga Awards-ის „ვებ-მანგას“ კატეგორიაში, 2018 წელს pixiv-ისა და Nippon Shuppan Hanbai, Inc-ის „ვებ-მანგების გენერალურ არჩევნებში“ მეორე ადგილი დაიკავა, 2017 წელს იგივე კონკურსის „ინდიების“ კატეგორიაში პირველი იყო და ასევე მოხვდა Kono Manga ga Sugoi-ის 2018 წლის ქალი მკითხველების რეიტინგის ტოპ 20-ში. Kodansha USA Publishing მანგას ინგლისურ ენაზე, ბეჭდური ფორმატით გამოსცემს.
წყაროები: გაკუ კუზეს „X“/Twitter ანგარიში, Comic Natalie.