კრისტოფ ვალცი არის ავსტრიელი მსახიობი, რომელიც ასევე ფლობს გერმანიისა და აშშ-ის მოქალაქეობას. საერთაშორისო აღიარება მას 2009 წლის ფილმში „უსახელო ნაბიჭვრები“ განსახიერებულმა პოლკოვნიკ ჰანს ლანდას როლმა მოუტანა. ამ როლისთვის მან მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო, BAFTA, ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, ხოლო 2010 წელს — ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის.