ედვარდ ნორტონი ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორია, რომელმაც აღიარება კარიერის დასაწყისშივე, ფილმით „პირველყოფილი შიში“ მოიპოვა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფილმებს: „ამერიკული ისტორია X“, „მებრძოლთა კლუბი“, „ილუზიონისტი“ და „ბერდმენი“, რისთვისაც მან არაერთი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია დაიმსახურა. 2003 წელს მან დააარსა საპროდიუსერო კომპანია Class 5 Films, რომლის ფარგლებშიც რეჟისორად და პროდიუსერად მუშაობდა. ნორტონი ასევე აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით და სოციალურ საქმიანობაში.