ლორენ კოჰენი არის ბრიტანულ-ამერიკელი მსახიობი, რომელიც საზოგადოებამ ყველაზე უკეთ გაიცნო სერიალში „მოსიარულე მკვდრები“ შესრულებული მეგი გრინის როლით. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ სერიალებში, როგორებიცაა „ზებუნებრივი“, „ვამპირის დღიურები“, „ჩაკი“ და „ვისკი კავალიერი“. გარდა ამისა, მსახიობი გამოჩნდა ფილმებში: „ვენ უაილდერი: ტაჯის აღზევება“, „თოჯინა“, „ყველა თვალი ჩემზეა“ და „22-ე მილი“.