მაია ჰოუკი ამერიკელი მსახიობი და მომღერალია, ჰოლივუდის ვარსკვლავების, ითან ჰოუკისა და უმა თურმანის ქალიშვილი. მან კარიერა სამოდელო საქმიანობით დაიწყო, სატელევიზიო დებიუტი კი 2017 წელს ჰქონდა. მაია ჰოუკმა ფართო აღიარება მოიპოვა სერიალ „უცნაურ ამბებში“ შესრულებული როლით, პარალელურად კი არაერთ ცნობილ ფილმში გადაიღეს. სამსახიობო კარიერის გარდა, ის მუსიკოსია და რამდენიმე სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.