ეთან ჰოუკი, ორლანდო ბლუმი და ზაია გუარანი ჯუნგლების თრილერში - „ტომის უკანასკნელი წევრი“
მონტე რილის არამხატვრული წიგნი „ტომის უკანასკნელი წევრი“ („The Last of the Tribe“) მხატვრულ ფილმად გადაკეთდება. ჯუნგლების თრილერში მთავარ როლებს ეთან ჰოუკი, ორლანდო ბლუმი და ზაია გუარანი შეასრულებენ. ფილმი ამაზონის ტყეების განადგურებისა და ადგილობრივი ხალხის ისტორიას მოგვითხრობს.