კინო
26 February
A24-ის ახალი საშინელებათა თრილერი „ბექრუმსი“: კადრები, რომელიც აქამდე არ გინახავთ
A24-ის ახალი, უჩვეულო საშინელებათა თრილერი „ბექრუმსი“ კეინ პარსონსის ვირუსულ ვებ-სერიალზეა დაფუძნებული და მაყურებელს სიგიჟის გამომწვევ, უსასრულო ყვითელ ოთახებში სამოგზაუროდ იწვევს. ფილმის პირველი თიზერ-ტრეილერი გამოვიდა, რომელიც კინოთეატრებში 29 მაისს გამოჩნდება. მთავარ როლებს ჩივეტელ ეჯიოფორი და რენატე რეინსვე ასრულებენ, ხოლო რეჟისორი თავად 20 წლის კეინ პარსონსია.