ანიმე სიახლეები
03 February
დეტექტივ კონანისა და My Hero Academia-ს შემქმნელები იუბილეებს ერთობლივი ილუსტრაციებითა და პრომო ვიდეოთი აღნიშნავენ
დეტექტივ კონანის შემქმნელმა გოშო აოიამამ და My Hero Academia-ს შემქმნელმა კოჰეი ჰორიკოშიმ ერთმანეთის პერსონაჟების ილუსტრაციები შექმნეს და გამოაქვეყნეს, რითაც აღნიშნეს დეტექტივ კონანის ანიმეს 30 წლის იუბილე და My Hero Academia-ს ანიმეს 10 წლის იუბილე. ამ მოვლენის ფარგლებში ასევე გამოვიდა ერთობლივი პრომო ვიდეო, რომლის გახმოვანებაშიც მონაწილეობა მიიღეს მინამი ტაკაიამამ და დაიკი იამაშტამ. ილუსტრაციები გამოჩნდება ჟურნალებში Weekly Shonen Jump და Weekly Shonen Sunday.