შოკისმომგვრელი დამოკიდებულება: ქალი დღეში 100 ფინჯან ყავას სვამს და ამას ნორმალურად მიიჩნევს
TLC-ის გადაცემაში „ჩემი უცნაური დამოკიდებულება“ წარმოდგენილია ანჯელას ისტორია, რომელიც დღეში 100 ფინჯან ყავას სვამს და ამას სრულიად ნორმალურად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველდღიურად დიარეა აქვს, ანჯელა ვერ აცნობიერებდა სიტუაციის საშიშროებას. ექიმმა მას კოფეინის ტოქსიკურობა დაუდგინა, რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს, თუმცა ქალი ამ ეტაპზე ყავაზე დამოკიდებულია.