ევანგელიონის იუბილე: ახალი ანიმე და ასუკას ექსკლუზიური მოკლემეტრაჟიანი ფილმი
„ნეონ ჯენესის ევანგელიონის“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იაპონიაში ცერემონია „EVANGELION:30+“ გაიმართა, სადაც ახალი „ევანგელიონ“ ანიმეს შექმნის შესახებ ცნობა გაცხადდა. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო ექსკლუზიური 13-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც სერიის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პერსონაჟს, ასუკა ლენგლი სორიუს ეძღვნებოდა. სტუდია „ხარამ“ დაადასტურა, რომ ეს ფილმი ციფრულად ან სხვაგან არ გამოვა, რაც სერიის თაყვანისმცემლებში დიდ იმედგაცრუებას იწვევს. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ასუკას ხასიათის გა