საზოგადოება
02 February
5 წლის ლიამი ICE-ის დაკავებიდან გათავისუფლდა და სახლში დაბრუნდა
ხუთი წლის ლიამ კონეხო რამოსი, რომელიც ICE-ის აგენტებმა მინესოტაში დააკავეს და მამასთან ერთად ტეხასში გაგზავნეს, სახლში დაბრუნდა. მისი გათავისუფლება აშშ-ის რაიონულმა მოსამართლემ ბრძანა მას შემდეგ, რაც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ ისინი აშშ-ში კანონიერად შევიდნენ. კონგრესმენებმა ილჰან ომარმა და ხოაკინ კასტრომ ბავშვის დაბრუნებას მიესალმნენ.