ედ სკრეინი Prime Video-ს „ღმერთების ომის“ (God of War) სერიალში ბალდურის როლს შეასრულებს
Amazon MGM Studios-მა და Sony Pictures-მა დაადასტურეს, რომ მსახიობი ედ სკრეინი Prime Video-ს მომავალ სერიალში „ღმერთების ომი“ (God of War) ბალდურის როლს შეასრულებს. სკრეინი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ფილმ „დედპულში“ (Deadpool) შესრულებული როლით, იქნება მთავარი ანტაგონისტი 2018 წლის თამაშის ადაპტაციაში.