სერიალები
03 February
Masterpiece-ზე ახალი სერიალის „ვინტერი“ გადაღებები დაიწყო: დეტალები ქასთის, სიუჟეტისა და სხვა საკითხების შესახებ
Masterpiece-ზე მალე გამოვა ახალი კრიმინალური დრამა „ვინტერი“, რომლის გადაღებებიც უკვე დაიწყო ბრისტოლსა და ბელგიაში. მთავარ როლებს რიჩარდ არმიტიჯი და ანაბელ სქოული ასრულებენ. სერიალი, რომელიც ექვსი ეპიზოდისგან შედგება, დაფუძნებულია ფრანგულ ჰიტზე „ბალთაზარი“ და მაყურებელს ჩაითრევს დეტექტივის ეთან ვინტერის საიდუმლოებით მოცულ ისტორიაში.