კინო
06 February
Netflix-მა ჭადრაკის ვუნდერკინდ იუდით პოლგარზე დოკუმენტური ფილმი „ჭადრაკის დედოფალი“ გამოუშვა
Netflix-მა „ფერზის გამბიტის“ კრიტიკული წარმატებიდან ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჭადრაკის მოყვარულებს ახალი ამაღელვებელი ისტორია შესთავაზა. დღეიდან, სტრიმინგ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია დოკუმენტური ფილმი „ჭადრაკის დედოფალი“, რომელიც მოგვითხრობს უნგრელი მოჭადრაკე ფენომენის, იუდით პოლგარის ცხოვრებასა და კარიერაზე. ის 15 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი და მიზნად დაისახა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის დამარცხება.