კინო
05 February
პედრო პასკალი ტოდ ჰეინსის საკამათო ფილმის „დე ნოჩეს“ მთავარ როლში
ტოდ ჰეინსის სკანდალური ნუარის, „დე ნოჩეს“ წარმოება, რომელიც ჯოაკინ ფენიქსის პროექტიდან გასვლის შემდეგ შეჩერებული იყო, პედრო პასკალის მთავარ როლზე დათანხმების შემდეგ აღდგა. ფილმი, რომელიც „ჩაინათაუნს“ მოგვაგონებს, მოგვითხრობს პოლიციელზე (პასკალი) და სკოლის მასწავლებელზე (დენი რამირესი), რომლებიც ლოს-ანჯელესიდან მექსიკაში გარბიან ქალაქის კორუმპირებული პოლიტიკური მანქანისგან. გადაღებები მომავალ თვეში დაიწყება.