კინო და მუსიკა
04 February
„ცოდვების ქალაქის“ საუნდტრეკი ვინილითა და განახლებული გამოცემებით ბრუნდება
Varèse Sarabande რობერტ როდრიგესისა და ფრენკ მილერის საკულტო ნეო-ნუარ ფილმის, „ცოდვების ქალაქის“ ორიგინალურ საუნდტრეკს განახლებული CD და ციფრული ვერსიებით, ასევე, პირველად ვინილის ფორმატით უშვებს. ალბომში წარმოდგენილია როდრიგესის, ჯონ დებნის და გრეჰემ რეველის მუსიკა. ვინილი მარტში, ხოლო CD და სტრიმინგ-ვერსია აპრილში იქნება ხელმისაწვდომი.