კინო
05 February
ფილმ „სიკვდილის სახეების“ რიმეიქის გამოსვლის თარიღი ცნობილია
კულტოვი საშინელებათა ფილმის, „სიკვდილის სახეების“ (Faces of Death) რიმეიქი კინოთეატრებში 10 აპრილს გამოვა. ფილმი, რომელმაც თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რეალური სიკვდილების სავარაუდო ჩვენებით, განახლებული ვერსიით ბრუნდება, რომელიც ტექნოლოგიურ ასპექტებზე იქნება ფოკუსირებული და კვლავ დააყენებს ეჭვქვეშ ეკრანზე ნანახის რეალურობას. ახალ ვერსიაში მონაწილეობენ ბარბი ფერეირა, დეკრ მონტგომერი და ჩარლი XCX.