გასართობი / ცნობილი ადამიანები
12 February
„Dawson's Creek“-ის ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა - მსახიობი კიბოს ებრძოდა
ჰოლივუდში სამწუხარო ამბავი გავრცელდა: 48 წლის ასაკში გარდაიცვალა სერიალ „Dawson's Creek“-ის ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი. მსახიობი წლების განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძოდა. მისმა მეუღლემ, კიმბერლიმ, ტრაგიკული ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჯეიმსი „საბოლოო დღეებს სიმამაცით, რწმენითა და მადლით შეხვდა“.