კინო
07 February
„პრაქტიკული მაგია 2“-ის გამოსვლის თარიღი ერთი კვირით წინ გადმოიწია; ცნობილია ახალი მსახიობები და დეტალები
ფილმ „პრაქტიკული მაგია 2“-ის გამოსვლის თარიღი ერთი კვირით წინ გადმოიწია და ახლა მისი ნახვა 2026 წლის 11 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. ნიკოლ კიდმანი და სანდრა ბულოკი უბრუნდებიან საკულტო როლებს, მათ შეუერთდებიან ორიგინალური ქასთის წევრები დიან უისტი და სტოკარდ ჩენინგი, ასევე ახალი სახეები - ლი პეისი, მეისი უილიამსი, ქსოლო მარიდუენია და სოლი მაკლეოდი.