ანიმე/მანგა
22 February
„დიდი ბრძენი რიდლის დროის შებრუნება“: „ლაით ანიმე“ ადაპტაციის ტიზერი გამოვიდა
ნეკოკოსა და ჰაჯიმე ნიკატას მანგა „Daikenja Riddle no Jikan Gyakkо̄“-ს „ლაით ანიმე“ ადაპტაციისთვის ტიზერი გამოვიდა. ვიდეოში ასევე წარმოდგენილია ასაკას თემატური სიმღერა „savage“ და დასახელებულია მთავარი როლების შემსრულებლები. პროექტი განხორციელდა „დაი ნიპონ პრინტინგ“-ის (DNP) „ლაით ანიმე“ კონცეფციით, რომელიც მიზნად ისახავს ანიმაციის წარმოებას დაბალ ფასად და ოპერატიულად.