ანიმე
03 February
ლაით ნოველების სერია „გამარჯობა, მე ვარ ჯადოქარი და ჩემს სიმპათიას უნდა, რომ სიყვარულის ელექსირი დავუმზადო!“ წელს სატელევიზიო ანიმედ იქცევა
კომპანია Kadokawa-მ ორშაბათს განაცხადა, რომ მწერალ ეიკო მუცუჰანასა და ილუსტრატორ ვიენტის ლაით ნოველების სერია „გამარჯობა, მე ვარ ჯადოქარი და ჩემს სიმპათიას უნდა, რომ სიყვარულის ელექსირი დავუმზადო!“ წელს სატელევიზიო ანიმე ეკრანიზაციას მიიღებს. ამ ნოველების მანგა ადაპტაციის მხატვარმა კამადამ, ანიმეს ანონსისთვის სამახსოვრო ილუსტრაციაც დახატა.