კულტურა
19 February
„შეშლილი მეფე“ სცენაზე: „სამეფო კარის თამაშების“ ახალი პრიკველი დაანონსდა
HBO-ს პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ახალი პრიკველი, სახელწოდებით „სამეფო კარის თამაშები: შეშლილი მეფე“ (Game of Thrones: The Mad King), ამ ზაფხულს ბრიტანულ თეატრალურ სცენაზე დაიდგმება. სპექტაკლი მოგვითხრობს მეფე ეირის II ტარგარიენის, იგივე „შეშლილი მეფის“ უკანასკნელ წლებზე, რომლის მოქმედებებმაც რობერტის აჯანყება გამოიწვია და საფუძველი ჩაუყარა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მთავარ მოვლენებს. დადგმას Royal Shakespeare Company ახორციელებს.