გართობა, სერიალები, ანიმაცია, Netflix
02 March
„ჯენტრი ჩაუ ქვესკნელის წინააღმდეგ“ მეორე სეზონით ბრუნდება? სავარაუდოდ, არა
მიუხედავად კრიტიკოსების მაღალი შეფასებებისა და მოპოვებული ჯილდოებისა, Netflix-ის ანიმაციური სერიალი „ჯენტრი ჩაუ ქვესკნელის წინააღმდეგ“ სავარაუდოდ, არ დაბრუნდება მეორე სეზონით. შემქმნელები და პროექტთან დაკავშირებული პირები მიანიშნებენ სავარაუდო გაუქმებაზე, რაც, როგორც ჩანს, მაყურებლის ჩართულობის დაბალი მაჩვენებლებით არის განპირობებული.