გართობა
21 February
„დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის პირველი თიზერ-ტრეილერი: ომი ზღვაზე გადადის
„დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის პირველი თიზერ-ტრეილერი გამოვიდა, რომელიც ტარგარიენებისა და ჰაიტაუერების დაპირისპირების ესკალაციას და ზღვაზე გადატანილ ომს გვპირდება. დედოფალი რეინირა ტარგარიენი და დედოფალი ელისენტ ჰაიტაუერი ომისკენ მიემართებიან რკინის ტახტისთვის. სერიალის პრემიერა HBO Max-ზე ივნისში შედგება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. მეოთხე სეზონი უკანასკნელი იქნება და სიუჟეტი 2028 წელს დასრულდება.