Amazon Prime Video-მ სერიალი „კამპუსს მიღმა“ მეორე სეზონით, პრემიერამდე, განაახლა
Amazon Prime Video-მ გამოაცხადა, რომ სერიალი „კამპუსს მიღმა“ (Off Campus) მეორე სეზონით ჯერ კიდევ პირველი სეზონის მაისში გამოსვლამდე განახლდა. კოლეჯის დრამა ეფუძნება ელ კენედის ამავე სახელწოდების წიგნების სერიას და მოგვითხრობს ელიტარული ჰოკეის გუნდისა და მათ ცხოვრებაში მყოფი ქალების ისტორიებს.