Netflix-ის სიახლეები
06 February
„ერთი ხის გორაკის“ (One Tree Hill) ყველა 9 სეზონი Netflix-ზე საერთაშორისო მასშტაბით გამოვა
ორიგინალური თინეიჯერული დრამა „ერთი ხის გორაკის“ (One Tree Hill) ყველა 9 სეზონი 2026 წლის 1 მარტს Netflix-ის პლატფორმაზე საერთაშორისო მასშტაბით გამოვა. ეს ნაბიჯი Netflix-ის მომავალი სიქველ სერიალის მოლოდინში გადაიდგა, რომელშიც სოფია ბუში და ჰილარი ბარტონი ითამაშებენ და რომლის წარმოებაც 2026 წელს დაიწყება. სიქველი პერსონაჟების ცხოვრებას 20 წლის შემდეგ ასახავს.