კინო
06 February
მაიკლ შენონი საკულტო „ექიმ კალიგარის კაბინეტის“ რიმეიქში მთავარ როლს შეასრულებს
მსახიობი მაიკლ შენონი, რომელიც „ფოლადის კაცში“ გენერალ ზოდს განასახიერებდა, საკულტო გერმანული ექსპრესიონისტული ფილმის „ექიმ კალიგარის კაბინეტის“ თანამედროვე რიმეიქში, სახელწოდებით „ექიმ კალიგარის საოცრებათა კაბინეტი“, მთავარ – ბოროტმოქმედი ექიმ კალიგარის – როლს შეასრულებს. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ჯონ ერიკ დაუდლია, რომელიც შენონთან ერთად ადრე მუშაობდა. სიუჟეტი მოგზაური მესმერის, მთვარეულისა და გაუჩინარებული შეყვარებულის შესახებ მოგვითხრობს.