თამაშები
02 February
თებერვლის თამაშები: სიყვარული, ტერორი და სხვა სიახლეები
იანვრის სიმშვიდის შემდეგ, თებერვალი ვიდეო თამაშების ინდუსტრიისთვის სიცოცხლის დაბრუნებას მოასწავებს. თამაშით სავსე თვე გველის, სადაც ნოსტალგიური რიმეიქებიდან და Souls-ის სტილის გამოწვევებიდან დაწყებული, კომიკური ექშენებითა და სპორტული წვეულებებით დამთავრებული, ყველასთვის მოიძებნება რამე. თვის მთავარი მოვლენა კი Resident Evil: Requiem-ია, რომელიც საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ თებერვლის ყველაზე გამორჩეულ თამაშებს.