კულტურა
26 February
პოლ მაკარტნის ახალი დოკუმენტური ფილმი „გაქცეული კაცი“ Prime Video-ზე გამოდის
Prime Video 27 თებერვალს გამოუშვებს დოკუმენტურ ფილმს „გაქცეული კაცი“ (Man on the Run), რომელიც პოლ მაკარტნის „ბითლზიდან“ წასვლის შემდგომ წლებს ასახავს. ფილმი ლეგენდარული მუსიკოსის შემოქმედებით აღორძინებას იკვლევს საკუთარ ჯგუფ „ვინგსთან“ (Wings) ერთად და მაყურებელს არტისტის ცხოვრების ინტიმურ ხედვას სთავაზობს.