გართობა
22 February
BBC-მ პოპულარული კრიმინალური თრილერი „ვირდი“ გააუქმა
BBC-მ დაადასტურა ცნობები კრიმინალური თრილერის „ვირდი“ გაუქმების შესახებ, რომელშიც მთავარ როლებს სტაზ ნაირი და ელიზაბეტ ბერინგტონი ასრულებენ. მიუხედავად მაყურებელში მისი პოპულარობისა, როგორც ჩანს, სერიალი აღარ დაბრუნდება. მართალია, BBC-ის განცხადებაში პირდაპირ არ არის ნათქვამი გაუქმების შესახებ, თუმცა ტექსტი მიანიშნებს, რომ სერიალი დასრულდა.