კომიქსები
27 February
ადამიანი-ობობა, ვენომი და კარნაჟი Marvel-ის „სიკვდილის სპირალში“ – უპრეცედენტო ალიანსი ახალი მტრის წინააღმდეგ
Marvel-ის ახალ ივენთში „სიკვდილის სპირალი“ ადამიანი-ობობა, ვენომი და კარნაჟი მოულოდნელად გაერთიანდებიან ახალი, მომაკვდინებელი ბოროტმოქმედის, თორმენტის, წინააღმდეგ. სიუჟეტს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მერი ჯეინ უოტსონი ვენომის ამჟამინდელი მასპინძელია, ხოლო ედი ბროკი კარნაჟს აკონტროლებს და იცის, რომ პიტერი ადამიანი-ობობაა. სერიული მკვლელი თორმენტი თავის მსხვერპლად პარკერებსა და ბროკებს ირჩევს, ხოლო კარნაჟი ფარულად თანამშრომლობს მასთან, რაც ამ ალიანსს უპრეცედენტოდ რთულსა და სახიფათოს ხდის.