ანიმე სიახლეები
30 January
ნაჩი აონოს „I Want to Love You Till Your Dying Day“ ანიმე ივლისში გამოვა
პარასკევს გავრცელებული ინფორმაციით, ნაჩი აონოს მანგის „I Want to Love You Till Your Dying Day“ (კიმი გა შინუ მადე კოი ვო შიტაი) ანიმე ადაპტაციის პრემიერა ივლისში შედგება. პროექტის შემოქმედებითმა ჯგუფმა ასევე გაასაჯაროვა საკვანძო ვიზუალი. ანიმეს რეჟისორია ტაკუდაი კაკუჩი, სცენარებზე ჯუკი ჰანადა მუშაობს, ხოლო პერსონაჟების დიზაინერია კიოკო იუფუ.