ვიდეო თამაშები
06 February
Bandai Namco-მ „კაპიტანი ცუბასა 2: მსოფლიო მებრძოლები“ დააანონსა
Bandai Namco Entertainment-მა Nintendo Direct Partner Showcase-ის ეთერში იოიჩი ტაკაჰაშის მანგაზე დაფუძნებული საფეხბურთო თამაში „კაპიტანი ცუბასა 2: მსოფლიო მებრძოლები“ (Captain Tsubasa 2: World Fighters) დააანონსა. თამაში Nintendo Switch-ზე 2026 წელს გამოვა, შემდეგ კი PlayStation 5-ზე, Xbox Series X|S-ზე და PC-ზეც იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიამ ასევე გაავრცელა მანგას ორიგინალური შემქმნელის მესიჯი, სადაც ნათქვამია, რომ თამაშში 22 ეროვნული გუნდი და 110-ზე მეტი პერსონაჟი იქნება წარმოდგენილი.