კინო
02 March
ლუსიან მსამათი ახალ ბრიტანულ თრილერში „ნაპოვნი“ ითამაშებს
მსახიობი ლუსიან მსამათი ახალ „ვისცერულ“ ბრიტანულ თრილერში „ნაპოვნი“ (Found) მთავარ როლს შეასრულებს. მასთან ერთად ფილმში ითამაშებენ მერვ ლუკება, რონკე ადეკოლუეჯო და პოლ ქეი. ფილმი მოგვითხრობს ქსავიერ პრინსზე, რომელსაც მკვლელობაში ადანაშაულებენ კეთილი საქმის შესრულების შემდეგ. სურათის რეჟისორი და სცენარის ავტორი კალუნგი სსებანდეკეა.