კინო სიახლეები
13 February
„ობსესია“: კარი ბარკერის ახალი ჰორორის ტრეილერი და პრემიერის თარიღი
კარი ბარკერი, „Milk & Serial“-ის რეჟისორი, ბრუნდება ახალი საშინელებათა ფილმით „ობსესია“, რომელიც მისი სრულმეტრაჟიანი რეჟისორული დებიუტია. Focus Features-მა აშშ-ის დისტრიბუციის უფლებებისთვის $15 მილიონზე მეტი გადაიხადა. ფილმზე, რომელიც სურვილის არასწორი ასრულების საშინელ ისტორიას მოგვითხრობს, ახალი თიზერ ტრეილერი გამოვიდა. მისი პრემიერა 2026 წლის 15 მაისს შედგება, პროექტში კი Blumhouse და Universal Pictures International-იც არიან ჩართულნი.