Netflix-ის გამორჩეული ჯაშუშური თრილერი: „შავი მტრედები“ – პლატფორმის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი
Netflix-ის ახალი სერიალი, „შავი მტრედები“ (Black Doves), რომელიც კირა ნაითლის მონაწილეობით შეიქმნა, პლატფორმის ერთ-ერთ საუკეთესო ჯაშუშურ თრილერად მიიჩნევა. სერიალი, რომელიც ჯაშუშური ჟანრის, შავი კომედიისა და საშობაო ზღაპრის ელემენტებს აერთიანებს, სწრაფად მოიპოვა მაყურებლისა და კრიტიკოსების აღიარება და Rotten Tomatoes-ზე 92%-იანი რეიტინგი დაიმსახურა. მან გამოსვლისთანავე მეორე სეზონის შეკვეთაც მიიღო.