კინო და ტელევიზია
05 February
Netflix-ის სერიალი „3 სხეულის პრობლემა“ მეორე სეზონით ბრუნდება: ცნობილი დეტალები
Netflix-ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალის „3 სხეულის პრობლემა“ მეორე სეზონის გადაღებები ზაფხულში, ბუდაპეშტში დაიწყო. სერიალი მიმდინარე წლის ბოლოს დაბრუნდება, თუმცა ზუსტი გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია. შემქმნელების თქმით, ახალი სეზონი გაცილებით მასშტაბური და კოსმიური კონფლიქტებით დატვირთული იქნება. ცნობილია როგორც ძველი, ისე ახალი მსახიობების ვინაობა და პროდიუსერთა სრული შემადგენლობა.