ტომი ლი ჯონსის ქალიშვილი კოკაინის ზემოქმედებით გარდაიცვალა - სიკვდილი უბედურ შემთხვევად შეფასდა
ტომი ლი ჯონსის 34 წლის ქალიშვილი, ვიქტორია ჯონსი, 2026 წლის 1 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს. სან-ფრანცისკოს მთავარი სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა განაცხადა, რომ ვიქტორია კოკაინის ტოქსიკური ზემოქმედების შედეგად დაიღუპა და მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევად შეფასდა. გარდაცვალებამდე ვიქტორია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძოდა და რამდენიმე ბრალდებაც ჰქონდა.