კინო/ანიმე
30 January
„გინტამას“ ახალი კომპილაციური ფილმი „იოშივარა ცეცხლში“ ბრძოლის კადრების ვიდეოს ავრცელებს
ჰიდეაკი სორაჩის „გინტამას“ მანგაზე დაფუძნებული ანიმეს ახალი კომპილაციური ფილმის, „შინ-გეკიჯობან გინტამა: იოშივარა დაიენჯო“-ს (Gintama New Film Version: Yoshiwara in Flames) გუნდმა ხუთშაბათს, კაგურასა და შინპაჩის აბუტოს წინააღმდეგ ბრძოლის ამსახველი ახალი სარეკლამო ვიდეო გამოაქვეყნა. ფილმის პრემიერა 13 თებერვალს შედგება და ის ანიმეს 139-146 ეპიზოდებს მოიცავს, ახლად ანიმირებული სცენებითა და პერსონაჟებით, რომლებიც ორიგინალურ რკალში არ გამოჩენილან.