კინო სიახლეები
27 February
ფილმი „დაბრუნება საილენტ ჰილში“ ციფრულ პლატფორმებზე გამოვიდა
კრისტოფ განის ახალი ფილმი, „დაბრუნება საილენტ ჰილში“, რომელიც ვიდეოთამაშ „Silent Hill 2“-ზეა დაფუძნებული, ციფრულ პლატფორმებზე გამოვიდა. ფილმი, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია წინა ორი ნაწილისგან, ხელმისაწვდომია Prime Video-ზე გასაქირავებლად ან შესაძენად. სიუჟეტი ჯეიმსის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც დაკარგული სიყვარულის მოსაძებნად ბრუნდება საილენტ ჰილში.