კინო და პოლიტიკა
30 January
კრისტენ სტიუარტი: ტრამპის პირობებში რეალობა ინგრევა, ამერიკაში თავისუფლად მუშაობა შეუძლებელია
ცნობილი მსახიობი კრისტენ სტიუარტი აცხადებს, რომ აშშ-ში თავისუფლად მუშაობა არ შეუძლია და განიხილავს ევროპაში გადასვლას ფილმების გადასაღებად. მისი თქმით, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში „რეალობა მთლიანად ინგრევა“. მსახიობი შეშფოთებულია ტრამპის გეგმით, დააწესოს 100%-იანი ტარიფი უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე, რასაც ის „შემზარავად“ მიიჩნევს. ტრამპი ამ ნაბიჯს ამერიკული კინოინდუსტრიის გადარჩენით ხსნის, თუმცა თეთრი სახლი ამ დრომდე საბოლოო გადაწყვეტილებას არ იღებს.