Prime Video სერიალ „სკარპეტას“ თრეილერსა და პრომო მასალებს აქვეყნებს, პრემიერა მარტშია დაგეგმილი
პატრიცია ქორნუელის ბესტსელერ რომანებზე დაფუძნებული სერიალი „სკარპეტა“ Prime Video-ზე მარტში გამოვა. გამოქვეყნდა თრეილერი და სერიალის პრომო მასალები. ნიკოლ კიდმანი განასახიერებს ფორენზიკ ექსპერტ ქეი სკარპეტას, რომელიც სერიულ მკვლელს ეძებს.