ტელესერიალები
02 March
ლისა კუდროუს „ქამბექის“ მესამე სეზონის ტრეილერი გამოვიდა
ლისა კუდროუს მონაწილეობით საკულტო „ჭკვიანი“ სიტკომი „ქამბექი“ (The Comeback) 12-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება მესამე სეზონით. სერიალი, რომელშიც „მეგობრების“ ვარსკვლავი ვალერი ჩერიშს განასახიერებს, ტელევარსკვლავის კარიერაში დაბრუნების მცდელობებს ასახავს. ამჯერად ის ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ შოუში მონაწილეობს. სერიალის პრემიერა აშშ-ში 22 მარტს შედგება.