მაიკ ეპსი ნიკი მინაჟს სკანდალური კომენტარებისთვის ბოდიშს უხდის
კომიკოსმა მაიკ ეპსმა Instagram-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ბოდიშს უხდის ნიკი მინაჟს, მის ქმარსა და შვილს. ბოდიშის მიზეზი კომიკოსის მიერ გასართობ შოუზე ნიკი მინაჟისა და დონალდ ტრამპის შესახებ ნათქვამი სკანდალური, სექსუალური ხასიათის ხუმრობები გახდა. ეპსის თქმით, მისი გამოსვლა იყო 'ფილტრების გარეშე და ალკოჰოლით გაჟღენთილი'.